ყველა კატეგორია
Menu

თქვენი მაღაზიის პანელი

თქვენი პირადი პანელი არის მდიდარი ფუნქციონალით და ძალიან მარტივი სამართავად. რამოდენიმე მაგალითს მოგიყვანთ თუ რა დაგხვდებათ თქვენს პირად კაბინეტში.

  • დაამატე პროდუქცია 
  • მიიღე შეკვეთები
  • მოაწყე შენი მაღაზიის გვერდი შენი გემოვნებით
  • მიიღე ონლაინ გადახდები ნებისმიერი ბანკით

პროდუქციის მიწოდება

თქვენი პროდუქციის მიწოდებით ამიერიდან დაკავდება კომპანია. შეკვეთის მიღების შემდეგ თქვენ უბრალოდ ჩამოგაქვთ პროდუქცია, მიწოდება უკვე ჩვენზეა და სრულად უფასოდ.

პროდუქციის აღწერა

დამატებითი მომსახურება ჩვენგან. თქვენ ამატებთ თქვენს პროდუქციას ქართულ ენაზე და ჩვენი მოდერატორები თქვენს პროდუქციას თარგმნიან ინგლისურ და რუსულ ენებზე, რათა ყველა ადამიანისთვის იყოს მიმზიდველი და გასაგები თუ რა პროდუქციას სთავაზობთ მათ.

cms-img

რატო შეიქმნა ეს პროექტი ?

ხშირად სხვადასხვა სოც.ქსელებში ჩვენ ვხვდებით ონლაინ მაღაზიებს, რომლებიც ყიდიან თავიანთ როდუქციას წინასწარი შეკვეთით და ჩამოაქვთ სხვადასხვა ქვეყნებიდან. მაგრამ ამის უკან ხშირად დამალულები არიან თაღლითები, რომლებიც თანხის წინასწარ აღების შემდეგ გაუჩინარდებიან ხოლმე და არ პასუხობენ მომხმარებლის მესიჯებს. ამ ადამიანების გამო ხალხი უკვე აღარ რისკავს ონლაინ შესყიდვების განხორციელებას, რაც ნეგატიურად ისახება კეთილსინდისიერ გამყიდველებზეც. უკვე აღარ ენდობიან იმათაც ვინც ნამდვილად ყიდის, ჩამოაქვს და ამით შოულობს თავის ფულს. აქ იბადება კითხვა როგორ დავარწმუნოთ მომხმარებელი რომ ჩვენ ნამდვილად არ ვართ თაღლითი და შეძენილ ამანათს ვაწვდით 100% ით.

ზუსტად ამიტომ შეიქმნა პროექტი BuyMarket -ი რომელიც აერთიანებს ყველა კეთილსინდისიერ გამყიდველს ერთ პროექტში. აქ უბრალოდ ვერ მოხვდება თაღლითი ეს გამორიცხულია. აქედან გამომდინარე მომხმარებელი რომ შემოდის საიტზე უკვე დარწმუნებულია რომ ის არ ყიდულობს პროდუქციას თაღლითისგან. თქვენ აღარ დაგჭირდებათ პროდუქციის დადება Facebook –ze ცალკე და BuyMarket - ზე ცალკე. თქვენ უბრალოდ განათავსებთ თქვენ პროდუქციას BuyMarket- ზე და ერთი მარტივი კლიკით გააზიარებთ ამ პროდუქციას პირდაპირ თქვენს ბიზნეს ფეიჯზე. გაყიდვები ესეთი მარტივი არასდროს ყოფილა. ჩვენი პროექტის დახმარებით თქვენ შეძლებთ გაზარდოთ გაყიდვები

BuyMarket.Ge - რა პრივილეგიებს აძლევს ონლაინ მაღაზიებს ?

  • თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პრომო კოდები, ანუ ფასდაკლების კოდები თქვნი მომხმარებლებისთვის
  • შეგიძლიათ გააკეთოთ ფასდაკლებები ნებისმიერ პროდუქციაზე რომელიც აისახება საიტის მთავარ გვერძე.
  • შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი მაღაზიის Cover -ი ანუ მთავარი ბანნერი, ასევე მაღაზიის პროფილის სურათი ან ლოგო. გაალამაზე შენი მაღაზია შენი გემოვნებით
  • მიიღე ონლაინ გადარიცხვები პირდაპირ მაღაზიის პანელიდან ბანკის ანგარიშზე.

Compare