მიწოდება

ჩვენ შეგვიძლია ამანათი გავგზავნოთ მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილში. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი პროდუქტისთვის არსებობს შეზღუდვები, და ზოგიერთი ამანათი ვერ გაიგზავნება საერთაშორისო მიმართულებით.

ამანათი საქართველომდე ჩამოდის 7 დან 30 დღემდე. ამანათები ჩამოდის ამერიკიდან, ჩინეთიდან, დუბაიდან და სხვა ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. ამანათის მიღების შემდეგ, თქვენი გზავნილი ბარდება საკურიერო კომპანიას. სანამ კურიერი მოვა ფიქსირებულ მისამართზე,იგი დაგიკავშირდებათ თქვენ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე,თუ თქვენთან კავშირი ვერ მოხერხდა, კურიერი ამანათს დააბრუნებს საწყობში და მომხმარებელს შეეძლება მისი ოფისიდან გატანა ან ხელმეორედ გამოძახება

ასევე გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი ამანათის მიწოდების ფასები, რომელსაც ჩვენს პლატფორმაზე ყიდულობთ, ემყარება ტრანსპორტირების კომპანიის მომსახურებას, რომელსაც თქვენ აირჩევთ შეძენის დროს. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეგიონებში მიწოდება ხდება საქართველოს ფოსტის მეშვეობით, თუ თქვენი მიტანის მისამართი არის თბილისის გარეთ, გთხოვთ შეკვეთის გაფორმების დროს მიწოდების მეთოდი აირჩიოთ საქართველოს ფოსტა / Georgian Post

ჩვენ ვთანამშრომლობთ შემდეგ სატრანსპორტო კომპანიებთან: DHL, City Express, Nova Poshta, Georgian Post